ჭადრაკი

13:33 | 16.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

მელიამ ლიდერობა დაიბრუნა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე მოასპარეზე საქართველოს ჩემპიონმა სალომე მელიამ (2431) ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა.
მე-6 ტურში მელია ტურნირის აუტსაიდერ რუმინელ რუმინელ კრისტინა ფოისორს (2440) დაუპირისპირდა და მეტოქე თეთრი ფიგურებით დაამარცხა. ამ გამარჯვების წყალობით, სალომემ 4 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ისევ ვარდნა განიცადა ბელა ხოტენაშვილმა (2461) რომელმაც წინა ტურში მელიას პირველი მარცხი აგემა, ამჯერად კი შავებით სლოვაკ ევა რეპკოვასთან (2434) წააგო 2.5 ქულით ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზე აღმოჩნდა.
მე-7 ტურში ხოტენაშვილი თეთრი ფიგურებით უნგრელ ანიტა გარას (2370) გაეჯიბრება, მელია კი შავებით ერთ-ერთ მდევარ რუმინელ ელენა კოსმას (2332) ეთამაშება.
ბუქარესტული ტურნირი 10 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 18 თებერვლამდე გასტანს, საპრიზო ფონდი კი 2 000 ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 500 ევროს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090345