ქალთა შორის საქართველოს 2010 წლის ჩემპიონმა სალომე მელიამ (2442) საბერძნეთის ქალაქ ხალკიდაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირ “ნეგროპონტე 2010”-ზე 7 ტურში 5.5 ქულა მოაგროვა და 204 მონაწილეს შორის მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.
მე-7 ტურში მელიამ საკმაოდ ძლიერი უკრაინელი ვალერი ნევეროვი (2544) შავი ფიგურებით დაამარცხა, მომდევნო პარტიას კი თეთრებით ბერძენუ იოანის პაპაიოანუს (2621) წინააღმდეგ ჩაატარებს.
ინგა ჭარხალაშვილმა (2346) შავი ფიგურებით ირანელი მორტეზა მაჰჯობის (2546) აჯობა და 5.0 ქულით 22-ე ადგილს უწია, რუს ევგენი ვორობიოვთან (2592) დამარცხებული სოფიკო ხუხაშვილი (2409) კი 4.0 ქულით 58-ე საფეხურამდე დაქვეითდა.
მე-8 ტურში ჭარხალაშვილი ბულგარელ მომჩილ ნიკოლოვს (2552) ეთამაშება, ხოლო ხუხაშვილის მეტოქე ბერძენი გოგოლის ალექსანდროსი (2214) იქნება.
ხალკიდას ტურნირი 9 ტურად მიმდინარეობს, ამ დროისთვის კი ერთპიროვნული ლიდერი თურქი სუატ ატალიკია, რომლის აქტივშიც 6.5 ქულაა.







