საქართველოს 16-წლამდე მოჭადრაკეთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ ქოჯაელში მიმდინარე ოლიმპიადის მეექვსე ტურში რუსეთის გუნდთან 1.5:2.5 წააგო და მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა.
ქართველთაგან გამარჯვება მხოლოდ შალვა ნადირაშვილმა (2035) მოახერხა, ირაკლი ბერაძემ (2294) ყაიმი გააფორმა, ხოლო გუგა ბურდულმა (1898) და ნინო ხომერიკმა (1903) მარცხი განიცადეს. ცნობისთვის, რუსეთის ნაკრები ოლიმპიადაზე პირველ ნომრადაა განთესილი, ქართველებს კი მე-11 რეიტინგი აქვთ.
ქართველ ოლიმპიელებს 4 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდათ და ჯამში 15 ქულა გააჩნიათ, მოწინავე ხუთეულში კი სომხეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და ინდოეთის გუნდები იმყოფებიან.
28 ოქტომბერი ქოჯაელში დასვენების დღედაა გამოცხადებული, 29-ში კი მოჭადრაკეები ერთბაშად ორ ტურს მოილევენ. ოლიმპაიად ათ ტურად მიმდინარეობს და 31 ოქტომბერს დასრულდება.







