ჭადრაკი

14:38 | 12.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილმა სამეულში დაასრულა

ქართველმა მოჭადრაკე მიხეილ მჭედლიშვილმა მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის დასკვნით ტურებში ორი გამარჯვება მიითვალა და მე-3 ადგილის დაკავება შეძლო.
მჭედლიშვილს აზიურ ტურნირზე პირველი რეიტინგი (2634) ჰქონდა, თუმცა, პირველობის მიწურულს არცთუ კარგ მდგომარეობაში შეხვდა და საპრიზო სამეულში შესაღწევად დიდი ბრძოლა დასჭირდა.
მე-8 ტურში მიხეილმა შავი ფიგურებით მალაიზიელ ნიკოლას ჩანს (2398) სძლია, მეცხრეში კი თეთრებით ბანგლადეშელი ნიაზ მურშედი (2413) დაამარცხა და თავი 7.0 ქულას მოუყარა.
ასეთივე მონაგარით მე-2 ადგილი ერგო ვიეტნამელ ან დუნგ ნგუიენს (2464), კუალა ლუმპურის ტურნირის გამარჯვებული კი ჩინელი იიფან ჰოუ (2570) გახდა, რომელსაც საპრიზო თანხიდან 10 ათასი მალაიზიური რინგიტი ერგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.0978