ჭადრაკი

16:58 | 30.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილის მეორე ყაიმი

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭადრაკე მიხეილ მჭედლიშვილმა (რეიტინგი 2634) ზედიზედ მეორე ყაიმი გააფორმა და კვლავ მოწინავე ათეულს მიღმა რჩება.
მე-7 ტურში მჭედლიშვილი შავი ფიგურებით ყირგიზ ლეონიდ იურტაევს (2469) 30-ე სვლაზე დაუზავდა თავი 5 ქულას მოუყარა, რითაც 129 მონაწილეს შორის მე-12 ადგილზე დამკვიდრდა. ტურნირის სათავეში 6 ქულით ბელორუსი სერგეი ჟიგალკო (2648) იმყოფება, ხოლო კიდევ რვა მოჭადრაკე მას ნახევარი ქულით ჩამორჩება.
ბოლოსწინა მე-8 ტურში მჭედლიშვილი თეთრებით უზბეკ ბაჰოდირ ჰოლმირზაევს (2344) დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, სამეულში გასვლის შანსი გაუჩნდება.
ტაშკენტის საერთაშორისო ტურნირი უზბეკთა პირველი დიდოსტატის გეორგი აგზამოვის სახელობის გახლავთ და შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს.
მემორიალის საპრიზო ფონდი 20 ათასი დოლარია, საიდანაც გამარჯვებულს 5 ათასი ერგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092702