ჭადრაკი

1:09 | 15.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილი მეორეა

ქართველმა მოჭადრაკე მიხეილ მჭედლიშვილმა (2626) უზბეკეთში დასრულებულ გიორგი აგზამოვის მემორიალზე 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, მე-2 ადგილი დაიკავა. ასეთივე მონაგარით, ჩემპიონობა რუს მაქსიმ ტუროვს (2658) ერგო, მესამე კი მასპინძელი ანტონ ფილიპოვი (2637) გახლდათ.
მჭელიშვილმა ტაშკენტურ ტურნირზე ხუთი გამარჯვება იზეიმა და 4 პარტია ფრედ დაასრულა. საპრიზო ფონდიდან, რომელიც 20 ათას დოლარს შეადგენდა, ქართველმა დიდოსტატმა 3 500 დოლარი მიიღო, გამარჯვებული ტუროვი კი 5 ათასით დაჯილდოვდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165551