ინდოეთის ორისას შტატი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირს მასპინძლობს, რომელიც Kiit Cup-ის სახელითაა ცნობილი და მესამე წელია იმართება. ინდოეთში საქართველოს სახელს მიხეილ მჭედიშვილი (2629) იცავს, რომელსაც სომეხი ტიგრან პეტროსიანის (2634) კვალად, ტურნირზე მეორე რეიტინგი გააჩნია.
ორისაში უკვე ხუთი ტურია ჩატარებული, მჭედლიშვილს კი 4.0 ქულით მე-11 ადგილი უკავია. მიხეილმა ხუთივე პარტია ნაკლებად ცნობილ ინდოელებთან ჩაატარა და სამი გამარჯვების ფონზე, ორი პარტია ყაიმით დაასრულა.
მეექვსე ტურში ქართველი მოჭადრაკის მეტოქე კიდევ ერთი მასპინძელი რატნაკარანი (2414) იქნება, რომელიც ასევე 4.0 ქულით 24-ეა. ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი აგრეთვე ინდოელი პანჩანატანია (2539), რომელმაც ხუთივე პარტიის მოგება მოახერხა.
Kiit Cup-ი თერთმეტ ტურად მიმდინარეობს და ექვს ივნისს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი, 1 399 000 ინდური რუპიაა, რაც დაახლოებით 31 ათასი დოლარია.







