ჭადრაკი

1:32 | 15.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილი ინდოელებს არ ეპუება

არაბეთის გაერთიანეული ემირატების ქალაქ დუბაიში მიმდინარე პრესტიჟულ საჭადრაკო ტურნირზე, ხუთი ტურის შემდეგ, 4.5 ქულით სამი მონაწილე დაწინაურდა – ინდოელები სასიკირანი (2682) და ნეგი (2618) და ქართველი მიხეილ მჭედლიშვილი (2629).
ქართველი მოჭადრაკე გასულ ტურში უწინდელ ლიდერ სერგეი ვოლკოვს გადაეყარა და თეთრი ფიგურებით სძლია, მე-6 ტურში კი შავებით ბელორუს ალექსანდროვს დაუპირისპირდება.
ემირატებში კიდევ ხუთი ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთა შედეგები ასეთია: 29. ლევან ფანცულაია (2595) – 3.5; 39. დავით არუთიანიანი (2575) – 3.5; 49. მერაბ გაგუნაშვილი (2599) – 3.0; 72. სოფიკო ხუხაშვილი (2421) – 2.5; 73. დავით ზარქუა (2397) – 2.5;
დუბაის ტურნირში, რომლის დასკვნითი მე-9 ტურიც თვრამეტ აპრილს შედგება, სულ 167 მოჭადრაკე მონაწილეობს, საუკეთესო რეიტინგი კი ხსენებულ სასიკირანს გააჩნია. საპრიზო 45 ათასი დოლარიდან, გამარჯვებული 8 ათასს მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090935