ჭადრაკი

16:03 | 11.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილი ათეულში ტრიალებს

მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში გრძელდება საერთაშორისო ტურნირი, სადაც პირველ ნომრად ქართველი დიდოსტატი მიხეილ მჭედლიშვილი (რეიტინგი 2634) გახლავთ განთესილი.
7 ტურის თავზე მჭედლიშვილის აქტივში 5 ქულაა და იგი დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით მე-9 ადგილზე იმყოფება. ტურნირის სათავეში ჩინელი ჰოუ იფანი (2570) გახლავთ, რომლის მონაგარიც 6.0 ქულაა.
ბოლოსწინა მე-8 ტურში ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით მალაიზიელ ნიკოლას ჩანს (2398) გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172023