ჭადრაკი

16:13 | 1.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილი ათეულს მიღმა დარჩა

ქართველმა მოჭადრაკე მიხეილ მჭედლიშვილმა (2634) უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის დასკვნით ორ პარტიაში 1.5 ქულის აღება შეძლო და 129 მონაწილეს შორის მე-12 ადგილი დაიკავა.
მჭედლიშვილი ბოლო ტურებში თეთრი ფიგურებით გაისარჯა და ჯერ უზბეკი ბაჰოდირ ჰოლმირზაევი (2344) დაამარცხა, შემდეგ კი ყაზახ რინატ იუმაბაიევს (2542) დაუზავდა.
მიხეილმა კიდევ ათ მოჭადრაკესთან ერთად, 9 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-12-ე საფეხური ერგო.
ტურნირის სათავეში 7 ქულით ოთხი მონაწილე აღმოჩნდა. საბოლოოდ, ჩემპიონობა რუსმა მაქსიმ ტუროვმა (2609) მოიპოვა.
ტაშკენტის ტურნირი უზბეკთა პირველი დიდოსტატის გეორგი აგზამოვის სახელობის გახლდათ, მისი საპრიზო ფონდი კი 20 ათასი დოლარი იყო. აქედან, გამარჯვებულმა 5 ათასი მიიღო, ხოლო მჭედლიშვილს 250 დოლარი გადაეცა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090243