ფეხბურთი

15:30 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძის ტრავმა და შეყილაძის გოლი ამხანაგურში

იტალიის სერია B-ში მოასპარეზე “ემპოლიმ”, სადაც ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე გამოდიან. ამხანაგურ მატჩში ქვედალიგელ “მონტელუპოს” 10:0 მოუგო.

მჭედლიძე სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა, მაგრამ პირველი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე შეცვლა მოითხოვა, რადგან კუნთი დაიზიანა. მის მაგივრად მოედანზე შეყილაძე შევიდა, რომელმაც ერთი გოლი გაიტანა.

“ემპოლიმ” მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო და 24 ქულით 22 გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. მჭედლიძემ 9 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა, ხოლო შეყილაძემ მხოლოდ ერთხელ ითამაშა.


 

0.11627