ლევან მჭედლიძემ ლამაზი გოლი გაუტანა "ნოვარას", მისმა "ემპოლიმ" კი 3:1 იმარჯვა და სერია B-ში ისევ მეორე ადგილზეა. მჭედლიძის გუნდს ორი მატჩი დარჩა სათამაშო და თუ მეორე პოზიციას შეინარჩუნებს, სერია A-ში გადავა. ისე, მდევრები ახლოს არიან, მაგრამ ყველაფერი ემპოელელებზეა დამოკიდებული.
ლევანი "ნოვარასთან" 70-ე წუთზე შევიდა მინდორზე და 6 წუთში გაიტანა გოლი - მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმით.
აქვე ვთქვათ, რომ მჭედლიძის თანაგუნდელ ირაკლი შეყილაძეს არ უთამაშია, რადგან ტრავმა აწუხებს.