ფეხბურთი

13:53 | 10.08.2014 | ნანახია 3549 - ჯერ

მჭედლიძემ "სასუოლოს" გაუტანა

"ემპოლიმ" ამხანაგურ მატჩში 2:1 სძლია "სასუოლოს" და ამ შეხვედრაში ანგარიში ლევან მჭედლიძემ გახსნა. ქართველმა ფორვარდმა 34-ე წუთზე დააწინაურა თავისიანები.

Pianetaempoli-ს ცნობით, მჭედლიძემ ძალიან კარგად ითამაშა და აღნიშნულია, რომ ამ სეზონში ქართველის დიდი იმედი აქვთ. ლევანი სასტარტოში გახლდათ და 70-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ირაკლი შეყილაძეს არ უთამაშია.

როგორც იცით, "ემპოლიც" და "სასუოლოც" სერია A-ს წარმომადგენლები არიან.

უნგრეთის ჩემპიონატის მესამე ტურში "დიორმა" გასვლაზე 2:3 წააგო "ვიდეოტონთან", თუმცა გიორგი ქვილითაიას არ უთამაშია. "დიორი" მე-12 საფეხურზეა.

საფრანგეთში "ბასტიამ" მატჩ-თრილერში 3:3 ითამაშა "მარსელთან". ქართველი შემტევი ლუკა კიკაბიძე განაცხადში არ ყოფილა, თუმცა ეს არაა გასაკვირი – ჯერ 19 წლისაა და ალბათ, ნელ-ნელა შეაჩვევენ ძირითად გუნდში თამაშს.

რუსეთში "ტერეკი"-"რუბინი" 1:1 დასრულდა და საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა. ყაზანეებს 2 ტურის შემდეგ, 1 ქულა აქვთ.

პორტუგალიაში "ჟილ ვისენტემ" ამხანაგურში 2:1 სძლია მაროკოს "რაბატს". ავთო ებრალიძემ მეორე ტაიმი ითამაშა.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:39 | 11.08.2014
Shrek (83)

ამან რომ იშრომოს მაგრა ჯერ არაა გვიანი მაგარი ფორვარდი დადგება

10:33 | 11.08.2014
Shrek (83)

ჯანო ნორმალურად ითამაშა რომ იძახით ცუდი იყო არ იყო ცუდი უბრალოდ გუნდი არ უტევდა და ჯაონც დაცვაში იყ ობურთსაც როდესაც იღებდა აქტიურობდა 1 გოლში მონაწილეობა მიიღო იაკინის სტილის არაა ჯანო იმიტომ რომ კონტრშAეტევებზე თამაშობენ და ჯანოს ლამაზი კომბინირებული ფეხბურთს თამაშის სტილი აქვს და კონტრშეტევებზე ვერ არის ისეთი პრომესი მაგისთვი იყიდეს და მეშინია არ დაკარგოს ადგილი საერთოდ უნდა წავიდეს რუსეთიდან რუსეთში ძალისმიერი თამაშია და ჯანო ვერ ითამაშებს ლა ლიგაში მაგრა გაიხსნება როგორც მოდრიჩი გაიხსნა რაგდან ეპლი მისი სტილი იყო წარმატებები ჯანოს

10:34 | 11.08.2014
Shrek (83)

უფრო სწორად ეპლი მისი სტილი არ იყო

10:20 | 11.08.2014
braziliano84 (1301)

წარმატებებეი,იმედია სერია A-შიც გაიტანს გოლებს...

09:28 | 11.08.2014
BEERTRANCE (97819)

ჩემპიონატზე გაეტანოს მრავლად.

02:37 | 11.08.2014
gulshematkivari1122 (148)

stripslashes((strlen('http://www.sportall.ge/mtavari/video.html?view=video&video=4249')>0?'http://www.sportall.ge/mtavari/video.html?view=video&video=4249':'http://www.sportall.ge/mtavari/video.html?view=video&video=4249')) მჭედლიძის გოლი

15:50 | 10.08.2014
dinamo-samtredski (115)

დღეს ჯანომაც ითამაშა ძირითადში, მინდა მოკლედ შევეხო ძიუბას გარდა არავიზე ნაკლებად არ უთამაშია ჯანოს მაგრამ ისიც ფაკტია რომ სპარტაკმა სულ 4-5ჯერ შეუტია, მაგრამ ესს თავდაჯერება აკლია რა ფლანგზეც იყო ჯანო იმ ფლანგზე იყო დინამოში ივანოვი და ვალბუიენა რომ შემოვიდა ივანოვის გვერდით იყო ტიპი ყველგან დარბოდა ბურთს ითხოვდა კარში მშვიდად ურტყამდა ერთი სიტყვიტ მაგარი თავდაჯერებული იყო თავისი კლასის და გახსნილად თავისუფლად თამაშობდა და ბრწყინვალედააც ითამაშა. ჯანოს მაგრად ვბალეშიკობ თითქმის მისი ყველა თამაში მაქვს ნანახი რაც მოსკოვის სპარტაკში გამოჩნდა 16წლის ერთი რამ თავდაჯერება თავისუპლად თამაში და სერიოზული იგროკი იქნება თორე ესე სპარტაკში გაუჭირდება ძირითადში, იმედი მაქვს მაგარი გაიხსნება ლაგად ითამაშებს ბურთს მოითხოვს თამაშს გაანაწილებს და ამით თავის სათქმელს იტყვის სპარტაკში!!!

02:35 | 11.08.2014
gulshematkivari1122 (148)

გულს ნუ გაიტეხავ შენ ბრატ. მეც ვუყურე თამაშს და შეძლებისდაგვარად ყველა ჩვენის თამაშს ვაკვირდები. დინამომ გადაუარა ჯერ თავიდანვე და მითუმეტეს რო აგებდა მერე სულ თავზე აჯდა. ყველაზე სუსტი ფიზიკურად ჯანო იყო და იმიტო შეცვალა რომულოში. პირიქით რო ყოფილიყო ჯანოს არ შეცვლიდა იაკინი. შეცვალა იმიტო რო იგებდა. კამბაროვი იყო ვინც ყველაზე ცუდათ თამაშობდა მარა ფიზიკურად ცოტა ძლიერი რო იყო ჯანოზე იმიტო დატოვა და ჯანო შეცვალა. მამენტ რო დავაკვირდი პირველი თამაშიდან მეორეზეც ჯანო იაკინის სტილის ფეხბურთელია და სულ ძირითადში იქნება

14:57 | 10.08.2014
aristokrat-gio (678)

ვულოცაავ და წარმატებებს ვუსურვებ, 10 გოლზე მეტი გაგეტანოს სერია ა-ში. კიკაბიძეს და შეყილაძეს რაც შეეხება იმედია ექნებათ სათამაშო დრო

14:54 | 10.08.2014
levani82 (41682)

მატრი სჯობს ცოტა და ხარისხიანი გოლები?

15:05 | 10.08.2014
matri (2779)

რათქმაუნდა არა

14:52 | 10.08.2014
matri (2779)

იშვიათად გააქვს მაგრამ რასაც იტანს კარგია

14:43 | 10.08.2014
Z U R A (18341)

ვაა რა მაგრად შეასრულა საღოლ ლევან... შევიდეს იქნებ ფორმაში და დაიმკვიდროს თავი ძირითადში

14:41 | 10.08.2014
levani82 (41682)

მჭედლოს რეკორდიიიიიიიიიიიიიიიიი

14:27 | 10.08.2014
რაჭა (10043)

არაა, ეს ამან გაიტანა??? ყოჩაღ..წარმატებები

14:23 | 10.08.2014
akhali (10761)

კარგი გოლი იყო!ჯარიმებსაც ასრულებს?!7სექტემბერს!!!!

14:12 | 10.08.2014
nod031 (246)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=YmskSfZ2-4c')>0?'https://www.youtube.com/watch?v=YmskSfZ2-4c':'https://www.youtube.com/watch?v=YmskSfZ2-4c')) რა კარგი გოლი გაუტანია!

14:07 | 10.08.2014
ჩიჩარიტო (18039)

მიდი რა ლევან გაქაჩე და მოუხსენი ჩვენს ნაკრებს თავდამსხმელის პრობლემა რა

0.069806