“ემპოლის” თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ვარჯიშს მარტის ბოლოს განააახლებს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი pianetaempoli.it-ი იუწყება.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევმა თებერვლის მიწურულს “ემპოლის” ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა და წინასწარი პროგნოზით თვენახევარი უნდა გამოეტოვებინა.
თუმცა, ტრავმა ნაკლებად სერიოზული აღმოჩნდა და ქართველი ფეხბურთელი თანაგუნდელებს ამ თვის ბოლოს შეუერთდება.