ფეხბურთი

17:23 | 26.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძის საგოლე პასი უზბეკეთის თასზე

ტაშკენტის “ფახთაქორი”, რომელსაც კახა მახარაძე კაპიტნობს, უზბეკეთის საფეხბურთო თასის გათამაშების 1/4-ფინალში გავიდა.

ტაშკენტელებმა სტუმრად “კოკანდ 1912”-თან დაპირისპირება 0:0 დაასრულეს, ხოლო საპასუხო მატჩი 4:0 მოიგეს. მახარაძემ შეუცვლელად ითამაშა და მე-9 წუთზე მასპინძელმა მერზლიაკოვმა ანგარიში სწორედ ქართველი ნახევარმცველის გადაცემის მერე გახსნა.

აქვე გეტყვით, რომ 9 ტურის შემდეგ, “ფახთაქორი” 23 ქულით უზბეკეთის ჩემპიონატს ლიდერობს. წელს მახარაძემ 8 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121951