ჭადრაკი

17:03 | 29.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

მათნაძე ისევ დაუმარცხებელია

ესპანეთის ქალაქ სარაგოსაში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე ქართველი ანა მათნაძე (2410) რეიტინგით გაცილებით მაღლა მდგარ რუს ოლეგ კორნეევს (2582) დაუზავდა და 5.0 ქულით მე-6 ადგილზე დამკვიდრდა.
აღსანიშნავია, რომ მათნაძე ლიდერებს – ესპანელ რობერტო სიფუენტესსა (2508) და ებრაელ არტურ კოგანს (2535) ნახევარი ქულით ჩამორჩება, მე-7 ტურში კი შავი ფიგურებით ესპანელ დანიელ ფორსენს (2367) ეთამაშება.
სოფიკო გურამიშვილი თეთრებით კუბელ ფიდელ კორალესთან (2597) დამარცხდა და 4.0 ქულით მე-20 ადგილზე აღმოჩნდა. მომდევნო ტურში იგი შავი ფიგურებით მასპინძელ მიგელ ანტოლის (2339) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090742