ფეხბურთი

13:53 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მატიე: "პსჟ იბრაჰიმოვიჩის გარეშე ისეთი ძლიერი არაა"

კატალონიის "ბარსელონას" ფრანგმა მცველმა ჟერემი მატიემ ჩემპიონთა ლიგის მომავალი მატჩის წინ პსჟ-ს შესახებ ისაუბრა. 30 წლის ფეხბურთელმა ფრანგულ გრანდში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ფაქტორს გაუსვა ხაზი.

"პსჟ-ს წინააღმდეგ 100%-იანი მობილიზებით უნდა ვითამაშოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ფრანგული გრანდი ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჰყავს. თუმცა, შვედის გარეშე პსჟ ისეთი ძლიერი არაა," - განაცხადა მატიემ.

"სტად დე ფრანსიზე" პსჟ-ს და "ბარსელონას" შეხვედრა 30 სექტემბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110685