ლეგენდარული ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი, პირად ცხოვრებაში იმდენად აბდაუბდა და გაურკვეველი კაცი ყოფილა, რომ აქამდე უკვე ოთხჯერ იქორწინა და ოთხივეჯერ ეს ქორწინება განშორებით დასრულდა. ფაქტია, რომ ლოთარისგან ქალები გარბიან და ყველა იძახის, ნამეტანი ეჭვიანი და უჟმური ვინმეაო.
თუმცა, რეალობასა და წუთისოფლის სიმუხთლეს მათეუსი არ შეეპუა და ცოტა ხნის წინ, მეხუთედ დაიდგა მეუღლის უღელი. ამჯერად ლოთარის რჩეული, რუსი ლამაზმანი ანასტასია კლიმკოა, რომელთანაც ლოთარს ერთი შვილის შექმნა უკვე მოუსწრია და მომავალში რას აპირებს – კაცმა არ იცის.
გერმანული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა ამჟამად 53 წლისაა და მას წინა ქორწინებებიდან უკვე იმდენი შვილი დაუგროვდა, ალბათ შვილების ერთმანეთისგან განსხვავებაც კი უჭირს, მაგრამ გერმანელი მობურთალი ჯიუტად იძახის, რომ არც ერთ ცოლთან დაშორება მისი ბრალი არ ყოფილა და მას უბრალოდ ვერ უგებენ. ამის მერე აბა რა გინდა რომ თქვა?!...







