ფეხბურთი

14:35 | 5.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მათე ცინცაძე თბილისის “დინამოშია”

 

თბილისის “დინამომ” 18 წლის საყრდენი ნახევარმცველი მათე ცინცაძე გადაიყვანა. ცინცაძე მიმდინარე სეზონში ქუთაისის “ტორპედოში” თამაშობდა და კარგადაც წარმოაჩინა თავი. ის საყრდენი ნახევარმცველია, გამოირჩევა ენერგიული თამაშით და შორეული დარტყმებით. მათე კარგად ასრულებს საჯარიმოებს.

“ტორპედომდე”, ცინცაძე თბილისის “ლოკომოტივში” გამოდიოდა და გახლავთ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელიც. ასევე, თამაშობდა 17-წლამდელებში: გუნდში, რომელმაც შარშანწინ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მიაღწია.

0.128374