ქუთაისში, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში გრძელდება ევროპის თასის გათამაშება 8,10 და 12 წლამდე ასაკის გოგონებსა და ბიჭებს შორის. დღეს, ნორჩმა მოჭადრაკეებმა მეხუთე ტურის პარტიები გამართეს და, ასე თუ ისე, გამოიკვეთა საპრიზო ადგილების მაძიებელთა ვინაობა. საქართველოს წარმომადგენლებს თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში აქვთ გამარჯვების შანსი. ლიდერთა რიგებში ახლა ასეთი მდგომარეობაა:
U8. ბიჭები: ნიკოლოზ კაჭარავა – 5 ქულა, ნიკოლოზ კევლიშვილი – 4,5, ნიკოლოზ რუსაძე, საბა ლომსაძე, გიორგი ლომინაძე (ხუთივე საქართველო), ახმად ახმადზადე, სადიგ გარაევი (ორივე აზერბაიჯანი), ოვანეს მკრტიჩიანი (სომხეთი) - 4-4;
U8. გოგონები: ნია დონღვანი - 5, ლილე გუმბერიძე, დიანა ლომაია (სამივე საქართველო), ნადეჟდა ხაჩატრიანი (სომხეთი) -4-4;
U10. ბიჭები: აბდულა ქადიმბეილი (აზერბაიჯანი) – 5, არტიომ ტრუბჩანინოვი(რუსეთი) – 4,5, სადიგ მამადოვი (აზერბაიჯანი), დავით კამკია, ნიკოლოზ პეტრიაშვილი, ანტონ ნადირაძე (სამივე საქართველო) – 4-4;
U10. გოგონები: ანასტასია სიდამონიძე (საქართველო), ზეინაბ ისმაილზადე (აზერბაიჯანი) – 4,5-4,5; თამარ ესაძე, თამარ ლაგაზაური (ორივე საქართველო) -4-4;
U12. ბიჭები: გურამ კოკაია (საქართველო) - 4,5, აშოტ ფარვანიანი (სომხეთი), ტიმურ ტრუბჩანინოვი (რუსეთი), კოკა ბუკია, ნიკოლოზ ცომაია, ირაკლი ახვლედიანი (სამივე საქართველო) -4-4;
U12. გოგონები: ნინო ჯალაღონია – 4,5, მარიამ წამალაშვილი (ორივე საქართველო) - 4, გვანცა მარგველაშვილი (საქართველო), მარიამ ავეტისიანი, ანი ივანიანი (ორივე სომხეთი) – 3,5-3,5.
11 ივლისს, 15.00 საათიდან მეექვსე ტური დაიწყება.
იუზა კაციტაძე
ავტორის ფოტოები







