28 წლის სლოვენიელმა კალათბურთელმა საშა ვუიაჩიჩმა აღიარა, რომ მისი და 25 წლის რუსი ჩოგბურთელის - მარია შარაპოვას სასიყვარულო ურთიერთობა 3 თვის წინათ დასრულდა.
შარაპოვა და ვუიაჩიჩი 2010 წლის ოქტომბერში დაინიშნენ და შეუღლებას გასულ ზაფხულში გეგმავდნენ, თუმცა დიდი სლემის ტურნირებისა და ოლიმპიადის გამო, საზეიმო ცერემონია გადადეს.
მაშამ თავისთვის სასურველი ქორწილის დეტალებიც კი გაამხილა. “არ მგონია, რომ სააბატოში შევუღლდეთ. მოკრძალებული და სადა ქორწილი მინდა”, - განაცხადა მან. თუმცა, ლონდონის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას, რუსმა ჩოგბურთელმა უარყო, რომ საზეიმო ცერემონია სტამბოლში გაიმართება და დაურთო, რომ სადღეისოდ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი გეგმები არ აქვს.







