თამაშგარე

11:28 | 1.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ პალერმოს ეშხიანი სატრფო

ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი, მარტინ პალერმო როდესაც ბურთს ევროპის კონტინენტზე, კერძოდ კი ესპანეთში აგორებდა, მაშინ მის შესახებ ერთ-ერთმა ესპანურმა “ყვითელმა” ჟურნალმა დაწერა, რომ თითქოს მარტინი ჰომოსექსუალია და მას ქალები საერთოდ არ აინტერესებს.

მაშინ მარტინ პელერმომ ლამის “მახვილით” გაილაშქრა ჭორების გამავრცელებლებზე და ყველას არწმუნებდა, რომ სექსუალური უმცირესობის წევრი არასოდეს ყოფილა. თუმცა, იმის გამო, რომ პალერმოს ოფიციალური სექსუალური პარტნიორი ქალი კარგა ხანი არ ჰქოლია, ეჭვები მაინც ეჭვებად რჩებოდა.

ამჟამად მარტინ პალერმოს საყვარელია, ცნობილი არგენტინელი ტელეწამყვანი, ჯესიკა ჯენეი, რომელიც ვეტერან არგენტინელ მობურთალს დაახლოებით ორი წელიწადია ხვდება და როგორც ცნობილი გახდა, წყვილი დაქორწინებასაც აპირებს. ალბათ მავანნი მარტინ პალერმოზე ჭორების გავრცელებას ახლა მაინც დაანებებენ თავს.

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09632