თამაშგარე

10:54 | 26.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარკიზიო ცოლს იახტას დაპირდა

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ფეხბურთელი, კლაუდიო მარკიზიო, თავის ცოლს, რობერტა მარკიზიოს დიდი ხნის ოცნების ასრულებას დაჰპირდა. “სკუადრა აძურას” ფეხბურთელს, ცოლისათვის პირობა მიუცია, რომ სულ მალე, რობერტა საკუთარი იახტის მფლობელი გახდება.

რობერტა მარკიზიოსა და კლაუდიოს, ერთი შვილი, ლეონარდო ჰყავთ, რომელზეც ორივეს მზე და მთვარე ამოსდით. რობერტა ტურინში ერთ-ერთი ცნობილი ფიტნეს-ცენტრის მფლობელია და ბავშვის სახლში დატოვებას, ყოველთვის შვილის სამსახურში წაყვანას ამჯობინებს.

ახალი პატარა იახტა, თურმე კლაუდიო მარკიზიოს მეუღლის დიდი ხნის ოცნება ყოფილა. თუმცა ამ ძვირიან სიამოვნებაზე უარის თქმა, გარკვეული დროის განმავლობაში, ქმრის ხათრით უწევდა. მომავალ ზაფხულს კი, მარკიზიოების ოჯახი, ალბათ საკუთარი იახტით ისეირნებს ხმელთაშუა ზღვაში. 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090126