ეს დიდი ხანი არ გრძელდებოდა - “ნიუ იორკ ჯეტსის“ კვარტერბეკი მარკ სანჩესი და ევა ლონგორია დაშორდნენ. ლონგორიამ TMZ-ს (ახალი ამბების ვებგვერდი) მეშვეობით პრესასთან დაადასტურა, რომ წყვილმა ურთიერთობა ოფიციალურად დაასრულა. იგივეს ადასტურებს სანჩესიც.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშორების მიზეზი სანჩესის საქციელია. გასული შაბათი მან ნიუ იორკის ღამის კლუბ „დარბი დაუნსტერსში“ უამრავ მეგობართან ერთად გაატარა და მას თან ახლდა ქერათმიანი ქალი, რომელსაც ეცეკვებოდა და ეფლირტავებოდა.
სანჩესის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მარკი გიჟდება ევაზე და ძალიან დიდ პატივს სცემს მას, ეს ყველაფერი კი, უფრო დადგმულ, წინასწარ დაგეგმილ სცენარს ჰგავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, წყვილი არ შეწყვეტს ურთიერთობას და მეგობრობას შეინარჩუნებს.
ამ ამბის გარშემო სხვა ტიპის ჭორებიც აგორდა. წყვილის დაშორება ასაკში არსებულ განსხვავებას დააბრალეს. ლონგორია 37 წლისაა, სანჩესი კი 25-ის.
კიდევ ერთი ვერსიით, ევა ძალზე “ჰოლივუდურია“, შესაბამისად, მის გარშემო ხალხიც ასეთია და ბუნებრივია, ჭორებიც უამრავი. სწორედ ეს არ მოსწონდა მარკს.
თუმცა, TMZ წვილზე ახალ-ახალი ინფორმაციებით ივსება. ვერსიები არ ილევა. უახლესი ვერსიით, 52 კაცი და “ჯეტსის“ “ცუდი“ სეზონია დასახელებული წყვილის დაშორების მიზეზად. წარუმატებელი სეზონის გამო, სანჩესი მუდამ უხასიათოდ იყო, რაზეც ევას უთქვამს, მუდამ ცუდ ხასიათზე მყოფ ადამიანთან ურთერთობა შეუძლებელიაო...







