თამაშგარე

15:24 | 15.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარიო გიოტცე სექს-მანქანაა?

 

ამიერიდან უკვე ვარსკვლავად სახელდებული გერმანელი ფეხბურთელი მარიო გიოტცე, სექსის ამბებში ისეთი მხეცი და დამპყრობელი ყოფილა, რომ, როგორც მარიოს სატრფო, მოდელი ანა ქეთრინი ამბობს, მარიოს სექსუალური ჟინის დაკმაყოფილებას, ქალის მხრიდან დიდი ძალა და გამბედაობა სჭირდება.

საერთოდ, როგორც წესი, ცნობილი ადამიანების ცოლები და საყვარლები მუდამ ხაზს უსვამენ ხოლმე გულისსწორთა სექსუალურ შესაძლებლობებს. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი, ვარსკვლავების საიმიჯო პროფილის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მით უმეტეს, როდესაც თანამედროვე ეპოქაზე ვსაუბრობთ.

თუმცა, ანა ქეთრინი მარიოს სექსუალურ მხნეობაზე ისეთი ცრემლითა და ემოციით საუბრობს, შესაძლებელია, ცამდე თუ არა, საწოლამდე მართალი მაინც იყოს. იყოს და იყოს... ამით ჩვენ რა?...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088131