თამაშგარე

11:01 | 24.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

მარიკა ფრუშომ საკუთარი მკერდი დააზღვია

იტალიელი მოდელი მარიკა ფრუშო ფეხბურთის გულშემატკივრებში პოპულარული იტალიური საფეხბურთო კლუბის, ”ნაპოლის” ქომაგობითა და აღნიშნულ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელების ტრფობით გახდა. თუკი ამ ქალს დავერწმუნებით, იგი ყოველთვის მზადაა ნეაპოლიტანელი ფეხბურთელების გულების დასაპყრობად.
სწორედ ამიტომ, მარიკა ფრუშოს ყოველი ნაბიჯი იტალიური და არამარტო იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრებს ძალიან აინტერესებთ. განსაკუთრებით საინტერესო ალბათ მაინც ფრუშოს მიღებული უცნაური გადაწყვეტილებებია, რის ნაკლებობასაც იტალიელი ლამაზმანი ნამდვილად არ უჩივის.
ცოტა ხნის წინათ, მარიკა ფრუშომ მიბაძა ცნობილ ლამაზმანებს და საკუთარი მკერდი დააზღვია. ეს ამბავი პირველად სწორედ თავად მარიკამ გაახმაურა და სიამაყით განაცხადა, რომ მის მკერდზე ამიერიდან მკერდის უშუალო მფლობელის გარდა, სადაზღვევო აგენტიც იზრუნებს. ნახეთ მარიკა ფრუშოს ფოტოები და შეაფასეთ, სჭირდება თუ არა დაზღვევა მის მრავლისშემძლე მკერდს...
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096576