თამაშგარე

11:15 | 14.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარია შარაპოვა: “წარმატებებმა თავბრუ დამახვია“

 

ცნობილი რუსი ჩოგბურთელი, მარია შარაპოვა, თანამემამულე ჟურნალისტებთან მიცემულ საკმაოდ გულახდილ ინტერვიუში საკუთარი ცხოვრების აქამდე გაუმხელელ ისტორიებს ყვება და დაუფარავად აცხადებს, რომ პირველი სპორტული წარმატებების მერე, პოპულარობა როგორც ჩვენში იტყვიან: “თავში აუვარდა“.

“წარმატებებით თავბრუს დახვევა ალბათ ზოგადად ახალგაზრდული სენია და მეც ასე დამემართა. როდესაც პირველ მნიშვნელოვან საჩოგბურთო ტურნირზე გავიმარჯვე, მსოფლიო ჩემი მეგონა და ისე გავთავხედდი, რომ ძველ მეგობრებთან ტელეფონზე დარეკვაც კი მეზარებოდა. სულ ცნობილი ადამიანების წრეში მსურდა ყოფნა და ჟურნალისტებთან მიცემული ინტერვიუებით ვტკბებოდი. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ წლების მატებასთან ერთად ამ მავნე სენმაც გადამიარა და ახლა ზუსტად ისეთივე მარია ვარ, როგორიც ბავშვობაში ვიყავი“ ამბობს ტანკენარი მეჩოგნე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130608