ძიუდო

11:53 | 10.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარგიანი ოქროს მიუახლოვდა

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველი ძიუდოისტი უშანგი მარგიანი ბაქოს გრანდ სლემის ფინალშია. საქართველოს ნაკრებში დასამკვიდრებლად მებრძოლმა ახალგაზრდა სპორტსმენმა აზერბაიჯანულ ტატამზე სამი შეხვედრა ჩაატარა – ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთო და ჩინელ ჰემუბატუ ერის სუფთად მოუგო. გერმანელ ჰანეს კონრადს იუკოთი გასცდა, ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ არსენ პშმახოვს გაფრთხილებით აჯობა.

ფინალში მარგიანი რუსეთის ნაკრების კიდევ ერთ წარმომადგენელს ალან ხუბეცოვს დაუპირისპირდება.

დღესვე გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა, თენგიზ პაპოშვილმა (ორივე 73 კგ) და ზებედა რეხვიაშვილმაც (81 კგ) იჭიდავეს, მაგრამ პოდიუმზე ასვლის შანსი უკვე დაკარგეს.

შავდათუაშვილმა და პაპოშვილმა საწყის ეტაპზევე წააგეს და შეჯიბრებას უმალ გამოეთიშნენ, რეხვიაშვილი კი მეოთხედფინალამდე მივიდა, საიდანაც კანადელ ანტუან ვალუა ფორტიესთან მარცხის გამო დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, მაგრამ აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს ვერ გასცდა და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 16 საათიდან დაიწყება.

0.131042