ჭადრაკი

16:22 | 8.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარცხიანი ტური მოსკოვში

მოსკოვში მიმდინარე ღია საჭადრაკო პირველობის მე-6 ტურის ცენტრალურ პარტიაში ნინო ბაციაშვილმა (2407) თეთრი ფიგურებით რუს მარინა რომანკოსთან (2349) წააგო და ამ უკანასკნელს უდანაკარგო სვლის გაგრძელების საშუალება მისცა. ბაციაშვილს აქტივში 4.5 ქულა შერჩა და მე-14 ადგილამდე დაქვეითდა, მომდევნო შეხვედრაში კი შავებით რუს მარია კომიაგინას (2242) ეთამაშება. გასულ ტურში მარცხი შეემთხვა ანა გავაშელსაც (2181), რომელიც დარია ჩაროჩკინას (2322) დაუპირისპირდა. გავაშელი 3.5 ქულით 50-ეა, მომდევნო პარტია კი თეთრებით დარია გრიგორიევასთან (1948) უწევს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160364