ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეექვსე ტური ქართული დელეგაციისთვის ყველაზე წარუმატებელი გამოდგა – როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა ნაკრებმა მარცხი განიცადა და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუარესა. სამწუხაროდ, ქალებისთვის ეს ზედიზედ მეორე წაგება აღმოჩნდა, რის შემდეგაც გუნდმა ჩემპიონობის მოპოვების პრაქტიკული შანსი დაკარგა.
მორიგ ტურში ქართველების დამარცხება უკრაინის ნაკრებმა შესძლო. პარტიები ნანა ძაგნიძემ და ნაზი პაიკიძემ წააგეს, ლელა ჯავახიშვილმა ყაიმი დააფიქსირა, ნინო ხურციძემ კი მარია მუზიჩუკის ძლევა შეძლო. სხვათა შორის, ხურციძე ევროპირველობაზე ჩინებულად თამაშობს და ხუთ ტურში 4.5 ქულა აქვს დაგროვილი.
საქართველოს ნაკრებს 8 ქულა შერჩა და მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა, პირველ პოზიციაზე მყოფ რუსეთს კი უკვე სამი ქულით ჩამორჩა. გარდა რუსებისა, ქართველები უკრაინისა და პოლონეთის გუნდებს უკანაც აღმოჩნდნენ, იდენტური მონაგარი კი სერბეთს, სლოვენიას, საფრანგეთსა და სომხეთს გააჩნიათ. მეშვიდე ტურში ქართველები სლოვენიას გაეჯიბრებიან.
მესამე გამარჯვებას მესამე მარცხი მიაყოლა საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა. 21-ე ნომრად განთესილ სლოვენიის გუნდთან ყაიმები ბაადურ ჯობავამ, მიხეილ მჭედლიშვილმა და დავით ზარქუამ გააფორმეს, ლევან ფანცულაიამ კი თეთრი ფიგურებით ლუკა ლენიჩთან წააგო და ქართველები 1.5:2.5 დამარცხდნენ.
საქართველოს ვაჟთა ნაკრები 6 ქულით მეთექვსმეტეა, ლიდერები კი 10-10 ქულით რუმინეთი, აზერბაიჯანი და ბულგარეთი არიან. ქართველი მოჭადრაკეების მორიგი მეტოქე ხორვატია იქნება. ცნობისთვის, ევროპის გუნდური ჩემპიონატი ცხრა ტურად მიმდინარეობს და 11 ნოემბერს დასრულდება.
ევროპის მე-18 გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. პორტო კარასი (საბერძნეთი). 3-11 ნოემბერი. მეექვსე ტური
კაცები
სლოვენია (21) – საქართველო (15) 2.5:1.5
ალექსანდერ ბელიავსკი (2617) – ბაადურ ჯობავა (2678) 0.5:0.5
ლევან ფანცულაია (2588) – ლუკა ლენიჩი (2634) 0:1
იურე ბორიშეკი (2541) – მიხეილ მჭედლიშვილი (2636) 0.5:0.5
დავით ზარქუა (2443) – მატეი შებენიკი (2456) 0.5:0.5
საფრანგეთი (6) – ბულგარეთი (7) 2:2
საბერძნეთი (19) – რუმინეთი (17) 1.5:2.5
რუსეთი (1) – აზერბაიჯანი (3) 1.5:2.5
სომხეთი (4) – ესპანეთი (13) 2.5:1.5
გერმანია (10) – იტალია (22) 3:1
ჰოლანდია (9) – პოლონეთი (14) 2.5:1.5
ლატვია (27) – უნგრეთი (5) 1.5:2.5
უკრაინა (2) – ისრაელი (11) 2:2
ჩეხეთი (12) – ინგლისი (8) 2:2
ხორვატია (16) – შვეიცარია (26) 2:2
მოლდოვა (20) – დანია (24) 3:1
ავსტრია (23) – ჩერნოგორია (29) 2:2
მაკედონია (30) – ისლანდია (32) 1.5:2.5
სერბეთი (18) – ლიტვა (33) 3:1
ნორვეგია (31) – ფინეთი (28) 3:1
ლუქსემბურგი (37) – შვედეთი (25) 1:3
კვიპროსი (38) – თურქეთი (34) 1:3
უელსი (36) – შოტლანდია (35) 0.5:3.5
სატურნირო მდგომარეობა
10 – რუმინეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი; 9 – სომხეთი, გერმანია, საფრანგეთი; 8 – საბერძნეთი, უნგრეთი, ჰოლანდია, სლოვენია; 7 – მოლდოვა, ესპანეთი, რუსეთი, იტალია; 6 – საქართველო;
ქალები
უკრაინა (2) – საქართველო (3) 2.5:1.5
კატერინა ლაჰნო (2549) – ნანა ძაგნიძე (2516) 1:0
ლელა ჯავახიშვილი (2475) – ნატალია ჟუკოვა (2427) 0.5:0.5
ანა უშენინა (2463) – ნაზი პაიკიძე (2422) 1:0
ნინო ხურციძე (2440) – მარია მუზიჩუკი (2460) 1:0
რუსეთი (1) – პოლონეთი (5) 2:2
ჩეხეთი (18) – საფრანგეთი (12) 1.5:2.5
უნგრეთი (6) – სლოვენია (11) 1.5:2.5
სერბეთი (14) – ჰოლანდია (13) 2.5:1.5
საბერძნეთი (16) – სომხეთი (4) 1:3
გერმანია (7) – რუმინეთი (9) 3:1
ბულგარეთი (8) – თურქეთი (27) 3:1
ისრაელი (15) – აზერბაიჯანი (17) 1.5:2.5
ხორვატია (19) – ესპანეთი (10) 2:2
ლატვია (20) – ლიტვა (26) 3:1
ავსტრია (21) – ჩერნოგორია (24) 3:1
იტალია (23) – შვეიცარია (25) 2.5:1.5
ნორვეგია (28) – ინგლისი (22) 0:4
სატურნირო მდგომარეობა
11 – რუსეთი; 10 – უკრაინა; 9 – პოლონეთი; 8 – სერბეთი, სლოვენია, საფრანგეთი, საქართველო, სომხეთი; 7 – გერმანია, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ჩეხეთი;







