ჭადრაკი

17:31 | 7.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი ბოლო ტურში

ქართველმა მოჭადრაკე ლევან ფანცულაიამ (2614) ჩინეთის ქალაქ ჰუანგდაოში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის ბოლო ტურამდე დაუმარცხებლად მიაღწია, დასკვნით პარტიაში კი თეთრი ფიგურებით ლირენ დინგთან (2660) წააგო და 5.5 ქულით მეცამეტე ადგილი დაიკავა.
ასეთივე მონაგარი აღმოაჩნდა ტურნირის მეორე ქართველ მონაწილე დავით არუთინიანს (2577), რომელიც დასკვნით ტურში კიდევ ერთ მასპინძელ იიჯიე იუს (2370) დაუზავდა. დამატებითი მაჩვენებლებით, დავითს მე-19 პოზიცია ერგო.
საბოლოოდ, საუკეთესო მაჩვენებელი (7.0 ქულა) სამ მოჭადრაკეს აღმოაჩნდა, დამატებითი მაჩვენებლებით კი ადგილები ასე გადანაწილდა: 1. ვეიქი ჟუ (ჩინეთი, 2598), 2. ჯიანჩაო ჟუ (2628), 3. ტრუონგ სონ ნგუენ ნგოკი (ვიეტნამი, 2644).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087608