ხაბაროვსკის “სკა-ენერგიაში” იმედი აქვთ, რომ ოთარ მარცვალაძე გუნდში პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის მატჩებისთვის დაბრუნდება.
“მარცვალაძე “უფასთან” მატჩში ვერ დაგვეხმარება, მაგრამ პლეი ოფებისთვის მზად უნდა იყოს”, – იუწყება “სკა-ენერგიას” გენერალური მდივნის, სერგეი ფელდმანის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
მომდევნო ტურში ხაბაროვსკელები საკუთარ მოედანზე უმოტივაციო “უფას” ეთამაშებიან და გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფში ადგილს მოიპოვებენ.