ვლადიკავკაზის “ალანიას” თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე ტრავმირებულია. ქართველმა თავდამსხმელმა ტრავმა რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი დივიზიონის მე-15 ტურში, ვლადიკავკაზში, “ენისეისთან” მოგებულ (2:1) მატჩში მიიღო.
“ალანიას” უფროსი მწვრთნელის ვლადიმერ შევჩუკის განცხადებით, მარცვალაძეს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული და ჯერჯერობით უცნობია რამდენი ხანი გაუცდება.
ოთარი “ენისეისთან” მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. მიმდინარე სეზონში მარცვალაძემ “ალანიაში” 8 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.