თამაშგარე

11:37 | 11.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას კიდევ ერთი ხუშტური

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა - დიეგო მარადონა, საზოგადოებას თავისი უცნაური გამოხდომებით კვლავ ართობს. ამჟამად, მარადონამ სახალხოდ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მსოფლიოს ყველა პოლიციელის მიმართ.

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გავრცელდა დიეგოს ფოტო, რომელსაც ხელში პლაკატი უჭირავს, რომელზე წერია აბრევიატურა A.C.A.B. რომელიც ასე იშიფრება: “ყველა პოლიციელი ნაძირალაა.”

შესაძლოა, მარადონას ასეთი რადიკალური მიდგომა პოლიციის მიმართ იმიტომ გაუჩნდა, რომ მას წლების განმავლობაში უამრავი პრობლემა ჰქონდა კანონთან და მის დამცველებთან, ანდა ძალიან მოეწონა ამავე სახელწოდების იტალიური ფილმი და მისით მოიხიბლა. რას გაუგებ ექსცენტრიკულ დიეგოს, რომელიც ამ ბოლო დროს თავისი ქცევით შოკში აგდებს თაყვანისმცემლებს..

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091122