მთელ მსოფლიოში უპოპულარულესი გერმანული შოკოლადის, ”ქინდერის” სარეკლამო სახე მიუნხენის ”ბაიერნის” ახალგაზრდა გოლკიპერი მანუელ ნოიერი გახდა. მანუელმა შოკოლადის მწარმოებლებთან კონტრაქტზე მოაწერა ხელი და დღეის შემდეგ, ”ბაიერნის” გოლკიპერი პირველი ფეხბურთელი იქნება, რომელიც ისედაც პოპულარულ ”ქინდერს” გაარეკლამებს.
ამჟამად კომპანია ”ქინდერი” 40-ზე მეტი დასახელების ტკბილეულს აწარმოებს. მათ შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე პოპულარულია ”ქინდერ სიურპრიზი”, რომლის განსაკუთრებულობაც უპირველესად იმაში მდგომარეობს, რომ რძიან შოკოლადს მცირე ზომის საბავშვო სათამაშოებიც ახლავს და თან ისე, რომ ბავშვმა წინასწარ არ იცის, ”ქინდერში” “რა ამოუვა”, ანუ რომელი სათამაშოს მფლობელი გახდება.
როგორც შოკოლადის მწარმოებლები ამბობენ, სარეკლამო სახედ ნოიერის არჩევამდე მათ უმწმესი ასაკის რიგით გერმანელებს შორის ჩაატარეს გამოკითხვა. როგორც გაირკვა, ახალგაზრდა სპორტსმენებიდან ბავშვებში ყველაზე პოპულარული ”ბაიერნის” გოლკიპერი ყოფილა. ბავშვები კი, როგორც წესი, ადამიანებში იშვიათად ცდებიან!







