ლუგანსკის “ზორიაში” მოასპარეზე გიული მანჯგალაძემ, უკრაინის დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის მე-6 ტურში თავი გამოიჩინა.
“ზორიამ” პოლტავის “ვორსკლას” უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა. მანჯგალაძემ ანგარიში მე-11 წუთზე თერთმეტმეტრიანიდან გახსნა. პირველ ტაიმში, ინდივიდუალური ქმედებების ხარჯზე, მას გოლის გატანა კიდევ შეეძლო, მაგრამ დუბლის შესასრულებლად ცოტა დააკლდა.
მატჩის მიწურულს, როდესაც “ზორია” 2:1 იგებდა, ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე პასი მიითვალა.
მიმდინარე სეზონში, მანჯგალაძემ საკუთარ ანგარიშზე მეორე გოლი ჩაიწერა.