ფეხბურთი

13:08 | 4.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” სნეიდერს მიუბრუნდა

“მანჩესტერ იუნაიტედი” სტამბულის “გალათასარაის” ნახევარმცველის – ვესლი სნეიდერის შეძენას ზამთრის სატრანსფერო სეზონში ეცდება. Tribalfootball-ის ცნობით, “წითელი ეშმაკების” თავკაცი დევიდ მოიესი ნახევარდაცვის ხაზის გადასხვაფერებას გეგმავს.

უფრო კონკრეტულად, მანჩესტერელები ლუიშ ნანისა და ანტონიო ვალენსიას გაყიდვას აპირებენ. “ოლდ ტრაფორდის” ბინადართა მთავარი სატრანსფერო სამიზნე სნეიდერი იქნება.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერი” 29 წლის ჰოლანდიელის შეძენას ზაფხულშიც ცდილობდა, მაგრამ “გალათასარაიმ” ნახევარმცველი 6 მილიონ ევროდ არ დათმო.

 

0.106691