კალათბურთი

22:02 | 16.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა ბოლქვაძე მინიმუმ ორი კვირა ვერ ივარჯიშებს

 

სუპერლიგის მონაწილე “ბათუმი-რსუს” ცენტრალური თავდამსხმელი მამუკა ბოლქვაძე მინიმუმ ორი კვირა ვერ ივარჯიშებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ბათუმი-რსუს” მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ კობეშავიძემ განუცხადა.

“ბოლქვაძემ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, მარცხენა ხელის თითის ძვალი გაიბზარა. ექიმებმა მას, ტრავმირებული თითი, განკურნების მიზნით თაბაშირში ჩაუსვეს.” – გვითხრა კობეშავიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძე “ბათუმი-რსუს” ერთწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.

 

0.118962