ფეხბურთი

9:31 | 29.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძე - ”ლე მანი”: კონტრაქტი გაწყდა

გიორგი მაკარიძემ და ფრანგულმა “ლე მანმა” ურთიერთშეთანხმებით გაწყვიტეს ხელშეკრულება. შესაბამისად, 23 წლის ქართველი მეკარე თავისუფალი აგენტი გახდა და შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 2-ს დაუბრუნდეს: სავარაუდო კლუბებია “ლანსი” და “მეცი”.

“ლანსის” ვარიანტზე 3 კვირის წინ ითქვა, თუმცა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ანტუან სიბიერსკიმ მაშინ უარყო მაკარიძისადმი ინტერესი. ამჯერად კი, როცა ფეხბურთელში ფული არაა გადასახდელი, ქართველის მსურველი კლუბები უფრო გამოჩნდებიან.

შეხსენებისთვის, მაკარიძე 2008 წლიდან “ლე მანში” გახლდათ და ლიგა 1-შიც (უმაღლესში) უთამაშია, გასულ სეზონში კი გუნდი ლიგა 2-დანაც კი გავარდა.

0.12294