ფეხბურთი

12:57 | 8.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძე “ლანსში” გადადის

23 წლის ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე, სავარაუდოდ, “ლანსში” გააგრძელებს კარიერას – ეს ფრანგული პრესის ცნობით. “ლანსი” საფრანგეთის ლიგა2-ში მე-12 ადგილზე გავიდა, ხოლო მაკარიძის “ლე მანი” გავარდა და რანგით მესამე ლიგაში ითამაშებს.

მაკარიძემ, რომელიც 2008 წლიდანაა “ლე მანში”, გასულ სეზონში ჩემპიონატის მხოლოდ 5 მატჩში ითამაშა. გიორგის გაცილებით მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა 2011/2012 წლების სეზონში.

შეხსენებისთვის, მაკარიძე 17 წლის ასაკში საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს იცავდა, რამდენჯერმე კი თემურ ქეცბაიამაც გამოიძახა, თუმცა არ უთამაშებია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098525