ფეხბურთი

13:27 | 18.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძე ცალი ფეხით მესამე ლიგაშია

ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-7 ტურში, ტურკუს “ინტერმა”, სადაც ირაკლი სირბილაძე გამოდის, საკუთარ მოედანზე “ვაასას” ვერ მოუგო – 0:0.

ქართველი თავდამსხმელი სასტარტოში იყო და შეუცვლელად ითამაშა. “ინტერს” 11 ქულა აქვს და 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი უკავია.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 37-ე ტურში, “ლე მანი” გასვლაზე “მონაკოსთან” 1:2 დამარცხდა. მეკარე გიორგი მაკარიძე სტუმართა 18-კაციან განაცხადში არ იყო. ბოლო ტურის წინ “ლე მანს” 37 ქულა აქვს და 20 გუნდში მე-18 ადგილზეა.

მე-17 პოზიციაზე მყოფ “ლავალს” 39 ქულა აქვს. ჩემპიონატის დასკვნით მატჩებს ორივე გუნდში შინ ჩაატარებს. “ლე მანმა” “ლანსთან” რომ მოიგოს, “ლავალს” ლიგაში დასარჩენად “შატორუსთან” მატჩში ფრეც ყოფნის, რადგან კონკურენტს გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობით სჯობს.

 

თეგებიმაკარიძე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118519