ფეხბურთი

14:30 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძის შეგირდები ებრაელებს დაუზავდნენ

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელა ნაკრებმა (1995 წელს დაბადებულები), რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, მინსკში შეკრებაზე, ისრაელის 19 წლამდელებთან ამხანაგური მატჩი 0:0 ითამაშა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მაისურაძემ გუნდი ასეთი სასტარტო შემადგელობით ათამაშა:

გოშაძე, კაკაბაძე, ჩაკვეტაძე, მელიქიძე, სამხარაძე, ჭეჭელაშვილი, პაპუნაშვილი, კერძევაძე, მესხი, კიკაბიძე, დარციმელია

9 ივლისს, ქართველი ფეხბურთელები ბელარუს თანატოლებს დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც, თბილისში დაბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ მაისურაძის გუნდს. ამა წლის შემოდგომაზე, 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თამაში მოუწევს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12334