ჭადრაკი

17:24 | 30.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

მაიამ მასპინძელი არ დაინდო

მონღოლეთის დედაქალაქ ულანბატორში დაწყებულ ფიდე-ს გრან-პრის მე-5 ეტაპზე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა მაია ჩიბურდანიძემ (2506) პირველი გამარჯვება იზეიმა.
ქართველი მოჭადრაკე საწყის ტურში მასპინძელ ბატხუაგ მუნგუნტაალს (2418) გადაეყარა და თეთრი ფიგურებით 82-ე სვლაზე იმარჯვა.
მეორე ტურში მაია, რომელსაც გასული ეტაპებზე 85 ქულა აქვს მოგროვებული, შავებით ითამაშებს, მისი მოწინააღმდეგე კი ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა (2560) იქნება.
გასული ეტაპების შედეგებით, გრან-პრის სათავეში 390 ქულით ნანა ძაგნიძე იმყოფება, რომელსაც მონაწილეობა სამ ტურნირში აქვს მიღებული. ასევე სამ ეტაპის ჯამში 320 ქულა აქვს ჩინელ იიფან ჰოუს, ხოლო რუსმა ტატიამა კოსინცევამ ორ ტურნირში 290 ქულა მოაგროვა.
ჰოუცა და კოსინცევაც (მან უკანასკნელ ეტაპზე თამაშზე უარი განაცხადა) მონღოლეთში ბოლო ეტაპს თამაშობენ და ძაგნიძის დაწევის ბოლო შანსი აქვთ, ნანას კი მონაგარის გაზრდის საშუალება ჩილეში დაგეგმილ ტურნირში მიეცემა.
სხვათა შორის, პირველ ტურში იიფანისა და კოსინცევას პარტია ყაიმით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ გრან-პრის  თითოეული მონაწილე 4 ტურნირს თამაშობს და საერთო ჩათვლაში 3 საუკეთესო შედეგს აფიქსირებს. ქულათა საერთო ჯამით გამარჯვებული მოჭადრაკე 2011 წლის ბოლო მეოთხედში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლის უფლება მიიღებს.
გრან-პრიზე დასვენების დღეები 3 და 8 აგვისტოა, დასკვნითი მე-11 ტური კი 11 აგვისტოს გაიმართება. თითოეული ტურნირის საპრიზო ფონდი 40 000 ევროს შეადგენს, ადგილების მიხედვით ქულები და თანხები კი ასე გადანაწილდება:
I ადგ. 120 + ბონუსი 40 ქულა, 6 500 ევრო
II ადგ. 110 ქულა + ბონუსი 20, 4 750
III ადგ. 100 ქულა + ბონუსი 10, 4 000
IV ადგ. 90  ქულა, 3 750
V ადგ. 80 ქულა, 3 500
VI ადგ. 70 ქულა, 3 250
VII ადგ. 60 ქულა, 3 000
VIII ადგ. 50 ქულა, 2 750
IX ადგ. 40 ქულა, 2 500
X ადგ. 30 ქულა, 2 250
XI ადგ. 20 ქულა, 2 000
XII ადგ. 10 ქულა, 1 750
გრან-პრის ექვსივე გათამაშებაში გამოვლენილი 9 საუკეთესო მონაწილე შემდეგნაირად დაჯილდოვდება:
I ადგ. 15 000 ევრო
II ადგ. 10 000
III ადგ. 8 000
IV ადგ. 7 000
V ადგ. 6 000
VI ადგ. 5 000
VII ადგ. 4 000
VIII ადგ. 3 000
IX ადგ. 2 000

 
ფიდე-ს ქალთა გრან-პრი. მე-5 ეტაპი. ულანბატორი (მონღოლეთი). 29 ივლისი-12 აგვისტო
პირველი ტური
ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2595) – შენ იანგი (ჩინეთი, 2453) 1:0
მარი სებაგი (საფრანგეთი, 2519) – იუჰუა ქსიუ (ჩინეთი, 2485) 0.5:0.5
ბეთულ ილდიზი (თურქეთი, 2224) – ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2542) 0:1
იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2585) – ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2536) 0.5:0.5
ჩენ ჟუ (ჩინეთი, 2488) – ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2527) 0.5:0.5
მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2506) – ბატხუაგ მუნგუნტუული (მონღოლეთი, 2418) 1:0
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088604