ჭადრაკი

5:04 | 26.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

მაია ნანას გაუტოლდა

ფიდე-ს ქალთა გრან-პრის საწყისი ორ ტური ნანა ძაგნიძემ (2550) უდანაკარგოდ განვლო, რასაც ორი მოულოდნელი მარცხი მიაყოლა, მაია ჩიბურდანიძემ (2502) კი პირიქით, ორი წაგების შემდეგ წყვილი გამარჯვება იზეიმა და თანამემამულეს დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრო.
 ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ტურნირის მე-4 ტურში, ძაგნიძე თეთრი ფიგურებით სომეხ ლიდერ ელინა დანიელიანს (2454) გადაეყარა და მე-40 სვლაზე დამარცხდა, რის შემდეგაც 2.0 ქულით, მე-5 ადგილამდე დაქვეითდა.
 ასეთივე მონაგარით, მეოთხეა ჩიბურდანიძე, რომელმაც შავებით კიდევ ერთ სომეხ ლილიტ მკრტჩიანს (2475) 52-ე სვლაზე სძლია.
 ქართველი მოჭადრაკეების წინ, 2.5 ქულით, ეკვადორელი მარტა ფიერო ბაკერო (2363) და ფრანგი მარი სებაგი (2489) იმყოფებიან, პირველ ადგილზე კი დანიელიანია, რომელსაც ოთხივე პარტია მოგებული აქვს.
 დღეს, მე-5 ტურში, ძაგნიძე შავი ფიგურებით შვედ პია კრამლინგს (2516) ეთამაშება, ხოლო ჩიბურდანიძე თეთრებით ყატარის სახელით მოასპარეზე ჩინელ ჩენ ჟუს (2495) დაუპირისპირდება.

ფიდე-ს ქალთა გრან-პრის მე-6 ეტაპი. დოჰა (ყატარი). 20 თებერვალი-6 მარტი
მე-4 ტური
ნანა ძაგნიძე (2550)
– ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2454) 0:1
ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2475) – მაია ჩიბურდანიძე (2502) 0:1
იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2484) – ბატხუაიგ მუნგუნტუული (მონღოლეთი, 2410) 1:0
ჩენ ჟუ (ყატარი, 2495) – მარი სებაგი (საფრანგეთი, 2489) 0:1
ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2607) – ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2546) 0.5:0.5
მარტა ფიერო ბაკერი (ეკვადორი, 2363) – პია კრამლინგი (შვედეთი, 2516) 0.5:0.5

სატურნირო მდგომარეობა
4 – დანიელიანი;
2.5 – ფიერო ბაკერო, სებაგი;
2.0 – ჩიბურდანიძე, ძაგნიძე, კონერუ, კრამლინგი, ქსუ;
1.5 – ჟუ, სტეფანოვა;
1.0 – მკრტჩიანი, მუნგუნტუული;

მე-5 ტური
პია კრამლინგი (შვედეთი, 2516) – ნანა ძაგნიძე (2550)
მაია ჩიბურდანიძე (2502) – ჩენ ჟუ (ყატარი, 2495)
ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2546) – მარტა ფიერო ბაკერი (ეკვადორი, 2363)
მარი სებაგი (საფრანგეთი, 2489) – ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2607)
ბატხუაიგ მუნგუნტუული (მონღოლეთი, 2410) – ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2475)
ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2454) – იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2484)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097809