“ერმისი”, რომლის ღირსებასაც ლევან მაღრაძე იცავს, კვიპროსის თასის 1/2-ფინალში გავიდა.
“ერმისმა” ლარნაკას აეკ-თან სტუმრად 0:0 ითამაშა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში 2:0 გაიმარჯვა. მაღრაძემ მოედანზე 90 წუთი დაჰყო. 36 წლის ქართველი მცველი “ერმისში” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ახნას “ეთნიკოსიდან” გადავიდა. ამჟამინდელ კლუბში 12 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც გოლი არ გაუტანია.