ჩოგბურთი

20:51 | 4.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდი “ნოლეს” გარეშე

 ჩოგბურთის გულშემატკივართა ყურადღება რამდენიმე დღის განმავლობაში მადრიდისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც Mutua Madrid Open საჩოგბურთო ტურნირი ჩატარდება. ბოლო მომენტში ტურნირში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა რეიტინგსიის მეორე ნომერმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელსაც სასტარტო მატჩი ხორვატ მარინ ჩილიჩისა და პორტუგალიელ ჟოაუ სოუზას შორის მოგებულთან უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ტრავმის მომიზეზებით “ნოლემ” თამაში იუარა.  “ბოდიშს ვუხდი შეჯიბრების ორგანიზატორებს და განსაკუთრებით ესპანელ ქომაგებს. ყველაფერი გავაკეთე, რათა მადრიდში გამოვსულიყავი, მაგრამ მარჯვენა ხელის დაზიანებამ სამწუხაროდ ამის საშუალება არ მომცა. იმედია, რომის ტურნირამდე გამოჯანმრთელებას მოვასწრებ და იტალიის დედაქალაქში ვითამაშებ, მომავალ წელს კი მადრიდში აუცილებლად ვიასპარეზებ”, - განაცხადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

0.115062