თამაშგარე

12:12 | 4.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლუსიანა აიმარიც გაშიშვლდა

მთელს მსოფლიოში არაერთი ცნობილი არგენტინელი სპორტსმენი ქალია, რომელთა სახელებიც ევროპაშიც ყველასათვისაა ცნობილი. თუმცა, ალბათ, ბევრმა არ იცის, არგენტინის ბალახის ჰოკეის ნაკრების მოთამაშის - ლუსიანა აიმარის შესახებ, რომელიც სამი დღის წინათ, ზედიზედ მეორედ დასახელდა ყველაზე ლამაზ არგენტინელ სპორტსმენ ქალად.
ამჟამად, ლუსიანა აიმარი კვლავ გასათხოვარი გოგონას სტატუსით ცხოვრობს და კარგა ხანია, რაც თავის ”ბოიფრენდს”, არგენტინული ტელესერიალების მსახიობს, გაბრიელ დელ კამპოს დაშორდა. არგენტინაში, ერთხანს, ლუსიანას ბედს ჩოგბურთელ ხუან მარტინ დელ პოტროსაც უკავშირებდნენ, თუმცა, ეს ჭორები არ გამართლდა.
სპორტულ წარმატებებზე რა გითხრათ, მაგრამ ლუსიანა აიმარის პოპულარობა, რა თქმა უნდა, ყურადღების მიღმა არც ყოვლისმომცველ და ქალთა გაშიშვლებაზე დაფეთებულ ჟურნალ ”ფლეიბიოს” დარჩენია. არც ლუსიანა აიმარის გამოუდევს დიდად თავი და არგენტინელმა ბალახის ჰოკეისტმა მსოფლიო საზოგადოებას თავისი სხეულის უფრო სრულყოფილად ხილვის საშუალებაც მისცა...
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089859