თამაშგარე

10:51 | 3.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლუიშ ფიგუმ მეუღლე აღაფრთოვანა

პორტუგალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ლუიშ ფიგუ, აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სპორტულ ფორმას მუდმივად ინარჩუნებს და ყოველდღე საკმაოდ ხალისიანად ვარჯიშობს. ლუიშს ფორმის შენარჩუნებაში ხელს განსაკუთრებით მისი მეუღლე, ელენ სვედინი უწყობს.
ელენი და პორტუგალიელი ფეხბურთელი, ლუიშ ფიგუს კუთვნილ სპა-ცენტრში ერთად ვარჯიშობენ და ფიგუს მეუღლე აღფრთოვანებულია ქმრის შესაძლებლობით და მონდომებით. როგორც ელენ სვედინი ამბობს, ლუიშ ფიგუს წარსულში სპორტულ წარმატებებს არავითარი საიდუმლობა არ გააჩნია. ყველაფრის თავი და თავი, პორტუგალიელის მონდომება და სპორტული რეჟიმისადმი მორჩილებაა.
”ხანდახან ძალიან მიკვირს, როდესაც ლუიში თავად მთხოვს სპა-ცენტრში გაყოლას და ვარჯიშით თავს ხშირად ისე იტვირთავს, შეიძლება იფიქრო, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება. არ დავმალავ და ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ ჩემი ქმრის სპორტული მონაცემებით. მე ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტი სპორტსმენები სწორედ ისე უნდა ცხოვრობდნენ, როგორც ლუის ფიგუ” – ამბობს ქმარზე შეყვარებული ელენ სვედინი.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093304