“უდინეზეს” კოლუმბიელი ფორვარდი ლუის მურიელი რამდენიმე გუნდს სურს: “მილანს”, “ლივერპულსა” და “ტოტენჰემს”. ამ ეტაპზე ყველაზე რეალური “როსონერის” ვარიანტია, თუ გავითვალისწინებთ ორ ფაქტორს: მილანელებმა უკვე მიმართეს უდინელებს წინადადებით და მზად არიან, 14 მილიონი ევრო გადაიხადონ. მეორეც, “უდინეზესა” და “მილანს” შორის ადრეც არაერთი ტრანსფერი განხორციელებულა, კლუბების ხელმძღვანელებს კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან.
უდინელები 18 მილიონ ევროს ითხოვენ ფეხბურთელის სანაცვლოდ. 22 წლის მურიელი კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებშიც თამაშობს და 5 მატჩში ერთი გოლი გაუტანია.









