თამაშგარე

11:16 | 7.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლუდი, ცოლები და ფეხბურთი

გერმანიის ფეხბურთელთა ნაკრების თავკაცი იოაჰიმ ლიოვი არ აპირებს თავისი შეგირდების პირადი ცხოვრების უფლებების შეზღუდვას ევრო-2012-ის დროს. “ბილდის” ცნობით, მართალია, გერმანელთა სამწვრთნელო შტაბში ჯერ ვერ გაურკვევიათ, შეეძლებათ თუ არა, ფეხბურთელებს ღამ-ღამობით ცოლებთან საწოლში კოტრიალი, თუმცა ის გარკვეულია, რომ მატჩების შემდეგ ცოლების ნახვაში ხელს არ შეუშლიან.
ლიოვი ენდობა თავის ფეხბურთელებს, ის კი არა, უფლება მისცა, გაისეირნონ ქალაქში მანქანით არა უმეტეს ერთი საათისა, საღამოობით თითო კათხა ლუდიც დალიონ, ან ერთი ჭიკა ღვინოც მიირთვან, სიგარეტიც გააბოლონ (აქ ალბათ ღერების რაოდენობაც არ იქნება “შემოსაზღვრული”) და სოციალური ქსელებითაც ისარგებლონ, ოღონდ მეტოქე გუნდების ფეხბურთელების ლაძღვის გამორიცხვით. გარდა ამისა, არავინ აპირებს, ფეხბურთელთა თვალ-თვალს ღამის ბარებში, მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ 23:00-ზე ყველა ფეხბურთელი დისლოკაციის ადგილზე, თავიანთ ნომრებში უნდა იყოს.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171724